უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმეზე

26 ოქტომბერი 2018

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის  ფაქტზე პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი -  ლ. კ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება) და სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

 

ადვოკატთა ასოციაციის შეფასებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი და პრეცენდენტული სასამართლო პროცესი, რომელმაც შექმნა მყარი გარანტია იმისა, რომ ადვოკატის პროფესიული უფლებები სრულად იქნას დაცული ჩვენს ქვეყენაში. ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, რომ არ იქნას დაშვებული ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა არცერთი ფორმით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი